უკრაინაში კორონავირუსის გავრცელების ახალი ანტირეკორდია – დღე-ღამეში 16,3 ათასი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში 28 ნოემბრის დილის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 709 701 მიაღწია. დღე-ღამეში 16,3 ათასი ახალი COVID-19 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“უკრაინაში საერთო ჯამში COVID-19-ის 709 701 შემთხვევა დაფიქსირებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის შედეგად 12 093 ადამიანი დაიღუპა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 16 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 335 135 აღწევს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები