საფრანგეთის სენატის მიერ ყარაბაღის აღიარების შესახებ მიღებული რეზოლუციის ფონზე, ერევანს ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ესტუმრება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ჟან-ბატისტ ლემუანი ერევანს 27-28 ნოემბერს ეწვევა.
საფრანგეთის საელჩოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ, ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატი ერევანში ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს, ამავე ვიზიტის ფარგლებში ის ჯანდაცვის სამინისტროსა და ორ საავადმყოფოს ეწვევა.
გარდა ამისა, დაგეგმილია ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანლობასთან შეხვედრები.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატის ვიზიტი ქვეყნის სენატის მიერ ორი დღის წინ მიღებულ რეზოლუციას ემთხვევა, რომელშიც საკანონმდებლო ორგანო საფრანგეთის მთავრობას მთიანია ყარაბაღის ე.წ.აღიარებისკენ მოუწოდებს.
თუმცა, საფრანგეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღიარება არ იგეგმება.
სენატის რეკომენდაცია აზერბაიჯანის პარლამენტის პროტესტი მოჰყვა. გაისმა მოწოდებები საფრანგეთიდან ელჩის გაწვევის შესახებ.