მაია ცქიტიშვილი: ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ რელიგიური კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც, ბევრად უფრო მკაცრი შეზღუდვის დროს, რომელიც გაზაფხულზე გვქონდა

ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც და როგორც ბევრად უფრო მკაცრი შეზღუდვის დროს, რომელიც გაზაფხულზე გვქონდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 6-7 იანვარს შეზღუდვის მოხსნის გამონაკლისის დაშვება იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და სწორედ ამ დღეს აღნიშნავს შობის დღესასწაულს.

“ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არის მართლმადიდებელი, სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენი უქმე დღეებიც, როგორც შობა, ასევე სხვა დღეები, არის დაკავშირებული მართლმადიდებლურ დღესასწაულებთან. ამის გათვალისწინებით იყო აღებული 6-7 იანვარს ღამეს გამონაკლისი.

რაც შეეხება სხვა კონფესიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც და როგორც ბევრად უფრო მკაცრი შეზღუდვის დროს, რომელიც გაზაფხულზე გვქონდა, მაშინაც რელიგიის სააგენტო და საკოორდინაციო შტაბი ძალიან მჭიდრო კონტაქტში იყო, ყველა ამ რელიგიურ კონფესიის წარმომადგენლებთან და უშუალოდ საკოორდინაციო შტაბის საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომ აღნიშნონ მათი რელიგიური დღესასწაული იმ დღეებში, როცა არის მათი რელიგიით გათვალისწინებული.

შეზღუდვიდან გამონაკლისი 6-7 იანვარს იყო დაშვებული იმის გათვალისწინებით, რომ ეს ეხებოდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს და პრაქტიკულად ყველაზე ვრცელდებოდა, ხოლო იმ კონფესიებზე – გრიგორიანული, კათოლიკე, ლუთერანული, მათთან რელიგიის სააგენტოს მეშვეობით ვართ კონტაქტზე და როგორც გაზაფხულზე ასევე ახლაც შევუწყობთ ხელს, რომ მათი უფლებები იყო დაცული,” – განაცხადა მაია ცქიოტიშვილმა. მისი თქმით, იმ რეგიონებში სადაც გარკვეული კონფესიების წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ ადგილობრივი შტატები მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები