რუსეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი 1,3%-ით არის დაჩქარებული
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის რეკორდული 27 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი ქვეყანაში სულ 2 215 533 დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ვირუსს კიდევ 496 პაციენტი შეეწირა, რაც, ჯამურად, 38,5 ათასს ლეტალური შემთხვევას შეადგენს.
ასევე, ვირუსის დამარცხება სულ 1,71 მილიონზე მეტმა პირმა შეძლო.
შტაბში ასევე აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი 1,3%-ით დაჩქარდა.
მოსკოვში დაწესებული შემზღუდავი ზომები 15 იანვრამდე გახანგრძლივდა.