პანდემიის გამო, Disney 32 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

2021 წლის პირველ ნახევარში კომპანია Disney 32 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

გამოცემის ინფორმაციით, შემცირება, ძირითადად, აშშ-ისა და სხვა ქვეყნებში დისნეილენდებსა და თემატურ პარკებში დასაქმებულებს შეეხება.

ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა, მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, Disney-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმო-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები