ზაალ უდუმაშვილი: არჩევნების შედეგს არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის

“არჩევნების შედეგს არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ არის დაკავშირებული იმასთან, ვინ შედის პარლამენტში.

„არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება. მე შეგახსენებთ, რომ დაფინანსება არა მხოლოდ კეთილი ნება, ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, ჩვენ კანონი გვავალდებულებს, მივმართოთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნას გარკვეული თანხები პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული, ვინ შედის პარლამენტში და, ზოგადად, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან. ეს პირდაპირ დაკავშირებულია მიღებული ხმების რაოდენობაზე.

არჩენების შედეგს არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის და არა – პარლამენტში შესვლის გამო, შევალთ თუ არ შევალთ, ეს თანხა მაინც გვეკუთვნის. კობახიძე რომ ამბობს, დაფინანსებას შევუწყვეტთო, კი ბატონო, მათთან არის ბურთი და მოედანი, მიიღონ ასეთი კანონი, თუ აწყობთ, უბრალოდ, ეს კიდევ უფრო ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს ვითარებას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები