მაღაზიები, რესტორნები, ღია და დახურული ბაზრები, სავაჭრო და ფიტნესცენტრები, საცურაო აუზები იხურება

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.

28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

· ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

· ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

· სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

· სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები