აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

ბაქოში , საფრანგეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები საფრანგეთის სენატის რეზოლუციას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “სირცხვილი საფრანგეთს”, “ყარაბაღი – აზერბაიჯანია”.

სენატმა შესაბამისი შინაარსის რეზოლუცია გუშინ დაამტკიცა.

დოკუმენტი ასევე გმობს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას, რომელიც თურქეთის ხელისუფლებისა და უცხო ქვეყნის დაქირავებული მებრძოლების ხელშეწყობით განხორციელდა, ასევე, მოუწოდებს აზერბაიჯანს შეიარაღებული ძალების გაყვანას ტერიტორიიდან.

გარდა ამისა, ფრანგი კანონმდებლები მაკრონის მთავრობას მოუწოდებენ, ყარაბაღის მოსახლეობას მასშტაბური დახმარება აღმოუჩინოს, მოახდინოს საერთაშორისო კომისიის შექმნა, რომელიც მთიან ყარაბაღში სამხედრო დანაშაულებებს გამოიძიებს.

და ბოლოს, რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესის განახლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები