“გრაპარაკი”: ფაშინიანის მთავრობის მაღალჩინოსნები საქართველოს მთავრობასთან საზღვრის გადაკვეთის უფლების მისაღებად მოლაპარაკებას მართავენ

“როგორც  უნდა ცდილობდეს ნიკოლ ფაშინიანი მუშაობის რეჟიმის იმიტაციის შექმნას სხვადასხვა კონსულტაციის მოწვევით, სომეხი ჩინოვნიკების უმრავლესობა მიხვდა, რომ მათი მატარებელი დიდი ხანია, წასულია”, – ამის შესახებ სომხური გაზეთი “გრაპარაკი” წერს.

“ზოგიერთი ჩინოვნიკი ქვეყნის დატოვებას ფიქრობს და საქართველოს მთავრობასთან საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავს. დანარჩენი მაღალჩინოსნები თანამდებობის დატოვებაზე ოცნებობენ, მაგრამ ფაშინიანის შურისძიების ეშინიათ. და რჩება ჩინოვნიკების მხოლოდ პატარა ჯგუფი, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ გასაქცევი არსად აქვთ”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები