გიორგი ამილახვარი: გვჯერა, რომ უმრავლესობა და რიგი ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში და გავაგრძელებთ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას

“გვჯერა, რომ უმრავლესობა და რიგი ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში და გავაგრძელებთ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელსაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და მეორე მხარესაა ოპოზიცია, რომელიც დღემდე ჯიუტად ბოიკოტის რეჟიმშია.

,,არცერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და საერთაშორისო დამკვირვებელი არ მოიძებნება, რომელიც გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და ყველა უკლებლივ მოგვიწოდებს ჩვენც და ოპოზიციასაც, რომ შევიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება.

თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებში და ჩვენ გვჯერა, იმ განხილვებზე, რომელიც ახლა დახურულ კარებს მიღმა მიმდინარეობს, მოხდება ყველა რაციონალურ საკითხზე შეთანხმება. შესაბამისად, გვჯერა, რომ უმრავლესობა და რიგი ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში და გავაგრძელებთ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები