ლატვიაში კარანტინი წერტილოვნად გამკაცრდა

ლატვიაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი სტატისტიკის ფონზე, 12 რაიონში საკარანტინე ზომები გამკაცრდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ზომები იმ მუნიციპალიტეტებში მკაცრდება, სადაც 14-დღიანი ინფიცირების მატება 100 ათას მოსახლეზე, ქვეყნის მაჩვენებელთან შედარებით, 50%-ს ან მეტს შეადგენს.

ამჟამად, ქვეყანაში საშუალოდ 100 ათასს მოსახლეზე 276 ინფიცირებულია.

27 ნოემბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას გააგრძელებენ მხოლოდ დამწყები კლასების მოსწავლეები, ასევე, სკოლამდელი ასაკის ბავშვები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 50%-ით შეივსება, სავაჭრო ობიექტები კი მხოლოდ, ფართობის შესაბამისად, შენობაში კლიენტების 20% შეუშვებენ.

ბიბლიოთეკები წიგნებს მხოლოდ სახლში გატანის პირობით გასცემენ, ყველა დანარჩენი კულტურული დაწესება დაიხურება. ვარჯიში კი მხოლოდ ღია ცის ქვეშ იქნება დაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები