დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში 608 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 608 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 12 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნულ ინფორმაციას Guardian-ი ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 11 299 ადამიანს.
დიდ ბრიტანეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაიცვალა 55 838 ინფიცირებული. აღნიშნული მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი ევროპაში პირველ ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები