საფრანგეთში შეზღუდვების შესუსტება იწყება

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 28 ნოემბრიდან დაიწყება.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება სამ ეტაპად მოხდება. პირველ ეტაპზე, ანუ 28 ნოემბერს იგეგმება საცალო ვაჭრობისა და წიგნის მაღაზიების გახსნა, რომლებიც 21:00 საათამდე იმუშავებენ. ასევე, უქმეებიდან დასაშვები იქნება ფიზიკური აქტივობისთვის სახლიდან გასვლა სამი საათით 20 კილომეტრის რადიუსის მანძილზე. დასაშვები ხდება რელიგიური შეკრებები, თუმცა, არაუმეტეს 30 ადამიანისა.

მაკრონის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, ანუ 15 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა, თუმცა, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დარჩება საღამოს 09:00-დან დილის 07:00 საათამდე. გამონაკლისი დაიშვება შობისა და ახალი წლის ღამეებზე. ასევე, ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, გაიხსნება კინოთეატრები და თეატრები.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ რესტორნები, კაფეები და ბარები 20 იანვრამდე დაკეტილი იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის ეპიდემიის მესამე ტალღა. იგივე ეხება სპორტ დარბაზებსაც. აღნიშნული კი შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი გახდება.

რაც შეეხება საშობაო დღესასწაულებს, მაკრონმა თქვა, რომ ადამიანებს რეგიონებს შორის გადაადგილება ნებართვის გარეშე შეეძლებათ.

მისივე აზრით, საახალწლო დღესასწაულებზე სამთო კურორტების გახსნა ვერ მოხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები