როგორი იქნება ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი 100 დღე – არჩეულმა პრეზიდენტმა პრიორიტეტები დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე პირველ 100 დღეს მიუძღვნის სამიგრაციო რეფორმასა და კორონავირუსთან ბრძოლას.

ამის შესახებ მან NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“სენატში იმიგრანტების შესახებ კანონს გავაგზავნი, რომელიც 11 მილიონ ადამიანს მოქალაქეობის მიღებისკენ გზას გაუხსნის”, – თქვა მან.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს დონალდ ტრამპის ზოგიერთი განკარგულების გაუქმებას, რომლებმაც კლიმატსა და ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიცირებას არ აპირებს და პირობა დადო, რომ იქნება კონცენტრირებული იმაზე, რომ ამერიკულ საზოგადოებას საკუთარი თავისადმი რწმენა დაუბრუნოს.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი მმართველობა ბარაკ ობამას “მესამე ვადას” არ დაემსგავსება, რომლის დროს ბაიდენი 8 წლის განმავლობაში ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

“სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვართ. პრეზიდენტმა ტრამპმა ლანდშაფტი შეცვალა. ახლა ეს “ამერიკა პირველ რიგშია”, ანუ “ამერიკა მარტოობაში”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები