სანქტ პეტერბურგში მამაკაცმა მძევლად 6 ბავშვი აიყვანა

პეტერბურგის მახლობლად მამაკაცმა მძევლად 6 ბავშვი აიყვანა.

როგორც მედიას რუსეთის შსს-ში განუცხადეს, ბავშვებს საკუთარ ბინაში მამა აკავებს, მათგან ყველაზე პატარა სამი წლის არის, უფროსი – 15-ის.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაშია და თან ნაჯახი აქვს.

პოლიციას მისმა მეუღლემ მიმართა, რომელმაც ბინაში შესვლა ვერ შეძლო.

ამჟამად, 38 წლის გამტაცებელთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა, მას მოთხოვნები ჯერ არ წამოუყენებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები