ლინას ლინკევიჩუსი: იქ, სადაც რუსეთი საკუთარ მშვიდობისმყოფელ ძალებს ათავსებს, ვითარება ხდება წარმოუდგენლად „სტაბილური“

​ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოსკოვი საკუთარ მშვიდობისმყოფელ ძალებს ათავსებს, ვითარება წარმოუდგენლად “სტაბილური” ხდება.

დიპლომატს მაგალითის სახით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ასევე, უკრაინის ყირიმი და მოლდოვის დნესტრისპირეთი მოჰყავს.

ამის შესახებ ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„ნამდვილად, ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ მშვიდობისმყოფელ ძალებს უცხო ქვეყნებში ათავსებს, ვითარება ხდება წარმოუდგენლად „სტაბილური“: საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უკრაინის ყირიმი, მოლდოვის დნესტრისპირეთი და ასე შემდეგ“, – წერს ლინკევიჩუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები