იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 630 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად – 50, 453 გარდაცვლილია

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 630 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იტალიის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, ერთი დღის წინ, Covid 19-ით 562 გარდაცვლილი დაფიქსირდა.

იტალია მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა, ხოლო ევროპაში მე-2, რომელმაც 50,000 დაღუპულს გადააჭარბა.
ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო 24 საათში 22,930 კოვიდქეისს ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები