იაგო ხვიჩია: ჩვენ ხელისუფლებას ისევ მოლაპარაკებების მაგიდასთან ველოდებით
,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან ელოდება. ამის შესახებ მან ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
,,ქართული ხელისუფლება დამალულია და არაფერს საუბრობს. ეს კრიზისი გამოწვეულია ულაპარაკობით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო.
მათ ისე მიიყვანეს მეორე ტურამდე ვითარება, რომ პასუხი არ თქვეს მოლაპარაკების მაგიდის ფარგლებში. ჩვენ ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან ველოდებით მათ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და მომავალი არჩევნებისთვის უკეთესი საფუძველი შექმნან.