მეუფე შიო – პატრიარქზე: უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა

“უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის ცხოვრება მოწამეობრივია.

„მინდა, დიდი სიყვარულით, თქვენთან ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს ეს დღე. მისთვის წმინდა გიორგი იმდენად საყვარელია, რომ ამ დღეს აკურთხა ეს შესანიშნავი ტაძარი და ჩვენ მადლობა ვუთხრათ დღეს უწმინდესობას და უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა, მოგვივლინა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მისი უწმინდესობის ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოწამეობრივი სვლა, მოწამეობრივი სულიერი გზა არის და იგი გვინათებს და გვასწავლის უკვე 43 წელიწადია რა არის გზა, რა არის ჭეშმარიტება, არის ცხოვრება და არის დიდი წინამძღოლი ჩვენი ერის და ჩვენი ეკლესიის. ღმერთმა გააძლიეროს და მრავალჟამ ყოფილიყოს მისი სიცოცხლე და დღეგრძელობა”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები