მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდენ.

შეგახსენებთ, 20 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები