აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა

​აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12 028 081 შეადგენს.

ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ფედერალური ცენტრი აქვეყნებს.

უწყების მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 1 476 ადამიანია შეეწირა, სულ ქვეყანაში უკვე 255 076 ლეტალური შემთხვევა ირიცხება.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, 58 649 890 შემთხვევაა დადასტურებული, 1 388 272 პირი გარდაიცვალა, ხოლო 37 486 905 განიკურნა.

ანტილიდერი არის შეერთებული შტატები, მას მოსდევს ინდოეთი 9 139 865 ინფიცირებულით და ბრაზილია 6 071 401.

მსოფლიო სტატისტიკაში მეოთხე ადგილზე საფრანგეთია, რომელიც ამასთანავე, ევროპის კონტინენტზე ინფიცირებულთა მაჩვენებლით ლიდერია. რესპუბლიკაში 2 191 180 ინფიცირებულია. ევროპაში მეორე ადგილზე ესპანეთია 1 556 730, მესამეზე ბრიტანეთი 1 515 802 დადასტურებული შემთხვევით, მეოთხეზე იტალია 1 408 868 და მეხუთეზე გერმანიაა, რომელსაც მილიონიანი ზღურბლი გადალახული ჯერ არ აქვს. ქვეყანაში 932 367 ინფიცირებული ირიცხება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები