აშშ „ღია ცის შეთანხმებიდან“ ოფიციალურად გავიდა

შეერთებული შტატები „ღია ცის შეთანხმებიდან“ ოფიციალურად გავიდა. ამის შესახებ CNN-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხის ცნობით, ეს დონალდ ტრამპის მიერ შესაბამისი განცხადების გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ მოხდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზი რუსეთის მიერ ხელშეკრულების სისტემატური დარღვევაა.

კერძოდ, საუბარია მოსკოვის მიერ კალინინგრადთან, პოლონეთთან, ლიეტუვასთან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებაზე. ამასთან, დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მოსკოვმა საქართველოსა და რუსეთის საზღვართან სადამკვირვებლო ფრენები აკრძალა.

შეთანხმება, რომელიც ახლა უკვე 34 სახელმწიფოს აერთიანებს, 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების ავიაციას შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები