​ჯანმო ევროპაში COVID-19-ის მესამე ტალღის შესახებ იუწყება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დევიდ ნაბარომ , შვეიცარული მედიაკომპანიის გამოცემასთან CH Media ინტერვიუში ევროპაში, 2021 წლის დასაწყისში, კორონავირუსის მესამე ტალღის საშიშროების შესახებ გაგვაფრთხილა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა ვერ შეძლეს ვირუსის მეორე ტალღასთან გამკლავება, მას შემდეგ რაც პირველი მოაქციეს კონტროლის ქვეშ.

„ევროპული რეაქცია სრული არ იყო. მათ არ გამოიყენეს შესაძლებლობა ზაფხულში შესაბამისი ინფრასტრუქტურა აეშენებინათ, მას შემდეგ და პირველი ტალღა კონტროლქვეშ მოაქციეს. და ახლა მათ მეორე ტალღა აქვთ. თუ კი ისინი შესაბამის ინფრასტრუქტურას ახლა არ ააშენებენ, მათ მომდევნო წლის დასაწყისში მესამე ტალღა ექნებათ”,- განაცხადა ნაბარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები