ცაგერის სოფელ ორბელში 2 საცხოვრებელი სახლი დაიწვა

„გვიან ღამით ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში 2 საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ცეცხლი ეკიდა მესამე საცხოვრებელ სახლსაც, რომლის გადარჩენა მეხანძრეებმა შეძლეს“, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის სამაშველო სამსახურში განუცხადეს.
როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გაგა ბერიძე განმარტავს, ინფორმაცია სამაშველო-სახანძრო სამსახურში გამთენიისას, ოთხის ნახევარზე შევიდა, მეხანძრეები შემთხვევის ადგილას ინფორმაციის მიღებისთანავე გავიდნენ, ცეცხლი ორბელში მაცხოვრებელ დათო სილაგაძის საცხოვრებელ სახლს ეკიდა, ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა და იქვე ახლო მდებარე გვანცა სილაგაძის საცხოვრებელ სახლსაც მოედო. გატარებული სახანძრო ოპერატიული მოქმედებების მიუხედავად, სახლების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ცეცხლი იქვე ახლო მდებარე მესამე სახლსაც ეკიდა, მისი გადარჩენა ჩვენს მიერ გატარებული სამაშველო ქმედებებით შესაძლებელი გახდა“,- განაცხადა გაგა ბერიძემ.
მეხანძრეების მიერ გატარებული ოპერატიული ქმედებების შედეგად გადარჩენილია სახლებში მაცხოვრებელი ადამიანები, დაწვას გადაურჩა მესამე საცხოვრებელი სახლიც. მსხვერპლი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები