მირანდა მესხი: ზუგდიდში 109-ვე უბანი დათვლილია, დიდი უპირატესობით “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარული ოლქის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, მეორე ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

მესხის თქმით, ჩიქოვანმა ხმების 93,88%- მიიღო, რაც რაოდენობრივად 32, 678 ამომრჩეველს შეადაგენს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიას მხარი
2 064-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც პროცენტულად 6,13%-ს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით,109-ვე უბნის მონაცემები დათვლილია, რაც შეეხება აქტივობას პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა ნახევარზე ოდნავ მეტია.

“მაჟორიტარულ ოლქში სულ რეგისტრირებული იყო 120 255 მონაწილე, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 34 824 ამომრჩეველმა. რაც პროცენტულად შეადგენს საერთო რაოდენიობის 28,96%-ს. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ხუთი ნომრით წარდგენილ კანდიდატს მახლხაზ ჯალაღონიას აქვს 2 064 ხმა, რაც პროცენტულად შეადგენს 6,13%-ს, ხოლო 41 ნომრით წარდგენილ კანდიდატს 31, 678 ხმა აქვს, რაც პროცენტულად 93,88%-ია. რაც შეეხება ამომრჩევლების აქტივობას პირველ ტურთან შედარების ნახევარზე მეტია მოსული. დათვლილია 109-ვე უბანი,მათ შორის ორი სპეცუბნის მონაცემები “,- განაცხადა მირანდა მესხმა.
მირანდა მესხის თქმით, არჩევნების მიმდინარეობისას ჯამში ოთხი საჩივარი დაიწერა, საიას მიერ, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა, რადგან არცერთი საჩივარი კანონმდებლობით გადაცდომად არ ითვლებოდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობდა. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები