გვატემალაში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს (ვიდეო)

​გვატემალაში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ქვეყნის მიღებული ბიუჯეტის წინააღმდეგ გამოდიან, კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Prensa Libre ავრცელებს.

მათი ცნობით, აქციის მონაწილეებმა შენობის კარი გატეხეს და ასევე ჩაამტვრიეს ფანჯრები. მათ შენობაში ცეცხლმოკიდებული შანდლები შეაგდეს. ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე წუთში მოხერხდა. შედეგად პოლიციამ ცრემლმდენი აირი გამოიყენეს დემონსტრანტების დაშლისთვის.

სააგენტო Associated Press ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქვეყნის მიღებული ბიუჯეტის წინააღმდეგ გამოდიან, სადაც შემცირებულია განათლების, ჯანდაცვის და ადამიანი უფლებების დაცვისთვის განკუთვნილი ხარჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები