საგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე და ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე და ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ132-კმ141 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, საგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე და ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ132-კმ141 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.