გერმანიაში ბოლო 24 საათში, Covid-19-ის 22, 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 22 964 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში გამოვლენილია დაინფიცირების 902,528 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 13 884 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 254 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება რუსეთს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ახალი 24 822 შემთხვევა დაფიქსრიდა, გარდაიცვალა 467 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26 021-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 2 064 748 შემთხვევა. მათ შორის 1 577 435 გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 778 გარდაიცვალა.
პანდემიის დროს გლობალური მასშტაბის ვირუსით დაინფიცირდა 57 მილიონ 564 ათასი ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მილიონ 372 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები