სალომე ზურაბიშვილი: დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი

“ხმა მივეცი მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას. მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელს საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის სურვილს ყველამ პატივი უნდა სცეს.

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, ისევე როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა. მგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის და სოციალური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და ძნელად წარმომიდგენია არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი. ამას ვუსურვებ მე საქართველოს, ვუსურვებ ყველას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები