კახა კუჭავა: იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი წინ წაგვწევს ყველას და შევძლებთ გარკვეულ პირობებზე ჩამოყალიბებას

“ქართული ოცნების” წევრი, კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი პირობებზე ჩამოყალიბდებიან.

“დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი წინ წაგვწევს ყველას და შევძლებთ გარკვეულ პირობებზე ჩამოყალიბებას.

ნამდვილად არ ვაპირებ დაკონკრეტებას პირობების, რომ არ შევუშალო მოლაპარაკებებს ხელი. “ქართული ოცნება” ყოველთვის იდგა იმ პოზიციაზე, რომ არა მხოლოდ დიალოგი, არამედ კომპრომისიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, მაგრამ ეს უნდა ასახავდეს ამომრჩევლის ნებას”, – აღნიშნა კახა კუჭავამ “რუსთავი 2” -ის ეთერში.

კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი ბოლო იქნება და ამით დასრულდება მოლაპარაკებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები