ბილ გეიტსი: მომდევნო 6-8 თვე იქნება რთული, მერე გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება

Microsoft-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ პანდემიის გამო მსოფლიოს მძიმე ზამთარი ელოდება.

მისი თქმით, ზამთრის სეზონზე ადამიანები მეტ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში, ამიტომ, ვირუსი ასეთ დროს გაცილებით აქტიურად მრავლდება.

გარდა ამისა, გეიტსმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში წესების გამო გარკვეული დაღლილობა შეინიშნება, რაც ვირუსის გავრცელების პროფილაქტიკას უკავშირდება.

“გარკვეული წესები, რომლებიც ადამიანებმა უნდა დაიცვან, როგორიც არის მაგალითად მეგობრებისგან შორს ყოფნა, ყველაზე რთულად მიღწევადია”, – თქვა გეიტსმა.

მისი თქმით, მომდევნო 6-8 თვე იქნება მძიმე, “ამის შემდეგ კი ვაქცინის წარმოების მოცულობა გაიზრდება და გვირაბის ბოლოს შუქიც გამოჩნდება”.

ადრე ბილ გეიტსი აცხადებდა, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე მომდევნო წლის დასაწყისში გამოჩნდება, თუმცა, ეჭვი გამოთქვა,  რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცდების მესამე ფაზას გადის, იქნება ეფექტური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები