საფრანგეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი გადალახეს

საფრანგეთის სანიტარულ სააგენტო Santé Publique-ში განაცხადეს, რომ ქვეყანამ კოვიდ 19-ის მეორე ტალღის პიკი გადალახა.

როგორც დღეს გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამია,  მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზეც რომ დარჩეს, მათზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ეპიდემიის მეორე ტალღის პიკი გადალახულია.

17 ნოემბერს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა,  რომ ახალი შემთხვევების პიკი 2 ნოემბერს გამოვლინდა, როდესაც ერთ დღეში 69 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა. მისი თქმით, ამ დროიდან დადებითი პასუხების რიცხვი იკლებს, თუმცა, ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულზე რჩება.

საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს 47 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

მეორე ტალღის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ქვეყანაში საერთოეროვნული კარანტინი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები