სალომე სამადაშვილი კომპრომისს ასახელებს – “შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მანამდე კი ტექნიკური პარლამენტის შეკრება”

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი კომპრომისს ასახელებს, რაც, მისი აზრით, ქვეყანას კატასტროფას გადაარჩენს.

,,განვმარტავ: შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივთან ერთად, მანამდე ტექნიკური პარლამენტის შეკრება, ქვეყნის არჩევნებისთვის მოსამზადებლად, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ა.შ. რომელიც პირველ გადაწყვეტილებად სწორედ ახალ არჩევნებს დანიშნავს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ეს არის ის კომპრომისი, რაც მე პირადად მიმაჩნია შესაძლო დათმობად, რაც ქვეყანას გადაარჩენს კატასტროფას”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, ხვალ, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები