ალიევმა ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზების პირობა დაასახელა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ბაქო მზად არის, ერევანთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში მთავრობაში “ჯანსაღი ძალები” მოვლენ.

ამის შესახებ ალიევმა დღეს ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთში ამჟამად ღრმა შიდა კრიზისია.

“მაღალი ალბათობით, ამ კრიზისის შემდეგ სომხეთის მთავრობაში ჯანსაღი ძალები მოვლენ. თუ ასე მოხდება, მზად ვართ ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები