მედია: სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონონიანმა თანამდებობა დატოვა, – წერს სომხეთის მედია.

არსებული ინფორმაციით, თანამდებობაზე ვაგარშაკ არუთუნიანის დანიშვნა იგეგმება, რომელიც ამჟამად ნიკოლ ფაშინიანის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. არუთინიანი 1999-2000 წლებში უკვე იკავებდა რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას.

ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები