შალვა ნათელაშვილი: იცით, ალბათ, მსოფლიო ისტორიაში დიდი ომების შემდეგ რამხელა ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლები აქვთ ქვეყნებს
“ხელისუფლებას ტყვეობაში ჰყავს სასამართლო და, შესაბამისად, შინაური ოკუპანტებისგან თავიდან გაგვიხდა დამოუკიდებლობა მოსაპოვებელი”, – ამის შესახებ „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვართ არჩევნებით დაზარალებული ქვეყანა, ალბათ, ერთადერთი დედამიწის ზურგზე. ქვეყანა, სადაც ხელისუფლება განზრახ არ თვლის არჩევნების შედეგებს, განზრახ არ ადგენს ამომრჩეველთა სიას. ხელისუფლებას ტყვეობაში ჰყავს სასამართლო და, შესაბამისად, შინაური ოკუპანტებისგან თავიდან გაგვიხდა დამოუკიდებლობა მოსაპოვებელი.
იცით, ალბათ, მსოფლიო ისტორიაში დიდი ომების შემდეგ რამხელა ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლები აქვთ ქვეყნებს. ამიტომ, ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველოში არასდროს მოხდეს არჩევნების გაყალბება, ბოროტება, რომელიც დაინერგა ქვეყანაში“, – თქვა ნათელაშვილმა.