სერბეთის პატრიარქი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

სერბეთის პატრიარქი, ირინეოსი საავადმყოფოში კოვიდ 19-ისგან გარდაიცვალა.

90 წლის პატრიარქი კორონავირუსული დიაგნოზით 4 ნოემბერს იყო ჰოსპიტალიზებული, თუმცა, უკვე გუშინ, დღის მეორე ნახევარში მისი მდგომარეობა გაუარესდა.

როგორც სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ჩემთვის პატივი იყო, რომ გიცნობდით. თქვენნაირები არასდროს მიდიან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები