ჯანმო “რემდესივირის” სამკურნალოდ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების “რემდესივირით” მკურნალობის რეკომენდაციას არ იძლევა.

ამის შესახებ ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ჯანმო-ში აღნიშნავენ,  ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პრეპარატი სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას ამცირებს.

ორგანიზაციის რეკომენდაციები ეყრდნობა ფაქტობრივი ინფორმაციის ახალ მიმოხილვას, რომელიც მკურნალობის დროს რამდენიმე პრეპარატის ზეგავლენის შედეგს ეყრდნობა. მიმოხილვა ეფუძნება 4 საერთაშორისო კვლევას, რომელშიც 7 ათასზე მეტი კოვიდპაციენტი მონაწილეობდა.

მიღებული ინფორმაციის სრულფასოვანი შესწავლის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ “რემდისივირი” სიკვდილიანობის შემცირებაზე ან პაციენტისთვის სხვა მნიშვნელოვან შედეგებზე გავლენას არ ახდენს”.

ადრე ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებდა, რომ პრეპარატები “რემდესივირი” და “ინტერფერონი” კორონავირუსული პაციენტების მკურნალობისას”დაბალ ეფექტურობას ავლენენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები