კატალონიაში შეზღუდვების მოხსნას იწყებენ

კატალონიაში, 23 ნოემბრიდან ბარები და რესტორნები გაიხსნება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

El Pais-ის ინფორმაციით, ახალი წესების მიხედვით, რესტორნები და ბარები დილის 06:00 საათიდან ღამის 21:30 საათამდე იმუშავებენ, მაგიდებს შორის ორმეტრიანი დაშორება და ერთ მაგიდასთან მხოლოდ 4 კაცის ყოფნა იქნება დაშვებული.

გარდა ამისა, 7 დეკემბრიდან უქმეებზე ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში გამგზავრების აკრძალვა მოიხსნება; 21 დეკემბერს კი, ეს შეზღუდვა მთლიანად მოიხსნება; 4 იანვრიდან კატალონიაში გადაადგილებაზე შეზღუდვა მთლიანად მოიხსნება.

ასევე, 23 ნოემბრიდან მუშაობას განაახლებენ კინოთეატრები, თეატრები, მაგრამ მხოლოდ 50%-ის დატვირთვით, 15 დღეში ამ მაჩვენებელს 70%-მდე გაზრდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები