ჩეხეთის პრეზიდენტი: ტრამპმა დამარცხება უნდა აღიაროს, თავს ნუ ირცხვენს

ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი მიიჩნევს, რომ მისმა ამერიკელმა კოლეგამ, დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგების შემობრუნებას თავი უნდა დაანებოს და დამარცხება აღიაროს.

ამის შესახებ მან ParlamentníListům.cz-ს განუცხადა.

ზემანი გაოგნებულია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გამოცხადებულია მედიის და არა – საარჩევნო კომისიის მიერ.

“მაგრამ როგორიც უნდა იყოს საარჩევნო კანონმდებლობა, შეიძლება რიგი ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს ხმების გადათვლა ან სასამართლოსთვის მიმართვა. ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა დანებება, თავი არ შეირცხვინო და ახალ პრეზიდენტს უფლებამოსილების შესრულების უფლება მისცე”, – თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ამასთანავე, ზემანი აღნიშნავს, რომ უამრავი პოლიტიკოსია, ვისაც საკუთარი მარცხის აღიარება არ შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები