შვედეთში ე.წ. ჯოგურმა იმუნიტეტმა არ გაამართლა, ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს აწესებს

პანდემიის დაწყებიდან მეათე თვეს, შვედეთში შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი რეკორდულად მზარდი კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობაა. ბოლო მონაცემის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ი ყოველ 100 000 ადამიანზე 500-ს უდასტურდება, მაშინ როცა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ეს რიცხვი ქვეყანაში 150-ს არ აღემატებოდა.

9 თვის განმავლობაში შვედეთი პანდემიასთან საბრძოლველად ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის შემუშავებას ცდილობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსით მოსახლეობის ნაწილი ჯერ უნდა დაინფიცირებულიყო და შემდეგ გამოჯანმრთელებულიყო, რაც საზოგადოების დიდ ნაწილში ანტისხეულების გამომუშავებას შეუწყობდა ხელს. შვედეთის მიდგომას კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, როგორც მოწინააღმდეგეები ასევე მომხრეები ჰყავდა. თუმცა ყველა თანხმდებოდა, რომ გამოიღებდა თუ არა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი შედეგს მხოლოდ თვეების შემდეგ გამოჩნდებოდა. ამავე მეთოდს სკანდინავიის სხვა ქვეყნებიც მიმართავენ.

“ეს არის ახალი ნორმა რომელიც მთელ საზოგადოებას ეხება. არ წახვიდეთ სპორტულ დარბაზებში, ბიბლიოთეკებში, არ უმასპინძლოთ ადამიანებს სახლში და ნუ მოაწყობთ წვეულებებს,“ – განაცხადა ცოტა ხნის წინ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო პერიოდში ექვჯერ გაიზარდა. მონაცემებმა საგრძნობი მატება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. თუმცა რთულ ვიტარებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა გაზაფხულთან შედარებით მცირეა.

წყარო:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები