ლეონარდა ჩიანჩულისა და 3 ქალის ისტორია – როგორ მიიტყუა მკვლელმა მსხვერპლები

სტატიის პირველი ნაწილი: სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარ მსხვერპლს საპნად და კექსად აქცევდა


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფაუსტინა სეტიმ ჩიანჩულის ქმრის მოსაძებნად მიმართა. ლეონარდამ უთხრა, რომ მისი შესაფერისი კანდიდატი მას ქალაქ პოლაში ელოდება და იქ უნდა გამგზავრებულიყო, თანაც, წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა ახლობლები გამგზავრების შესახებ და დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი კარგად აქვს. საკუთარი „მომსახურებისთვის“ ლეონარდამ სეტისგან 30 ათასი ლირა აიღო. გამგზავრების დღეს სეტი ჩიანჩულისთან მივიდა გამოსამშვიდობებლად. მათ ერთი ჭიქა ღვინო დალიეს. სეტიმ არ იცოდა, რომ იქ ნარკოტიკი იყო გარეული. ლეონარდამ იგი ნაჯახით მოკლა და დაანაწევრა.

ჩიანჩულის მეორე მსხვერპლმა, ფრანჩესკა სოავიმ დაუჯერა ლეონარდას, რომ მან სამსახური უპოვა ქალაქ პიაჩენცეში, გოგონათა სკოლაში. ისევე, როგორ სეტიმ, სოავიმაც ახლობლებსა და მეგობრებს წერილები დაუტოვა და საკუთარი გამგზავრების შესახებ აცნობა. მანაც დალია გამოსამშვიდობებელი ჭიქა ღვინო ჩიანჩულისთან. სოავიც საპნად და ნამცხვრად გადაიქცა. ეს მკვლელობა 1940 წლის 5 სექტემბერს მოხდა. სოავისგან ჩიანჩულიმ 3 ათასი ლირა აიღო.

მესამე და უკანასკნელი მსხვერპლი ოპერის ყოფილი მომღერალი, უნიკალური სოპრანოს მფლობელი, ვირჯინია კაჩიპო გახლდათ. მას ჩიანჩულიმ, თითქოს, მდივნის სამსახური მოუძებნა უცნობ იპრესარიოსთან ფლორენციაში.

ჩიანჩულიმ ყველა მკვლელობა საკუთარ მემუარებში დეტალურად აღწერა:

ისიც ისევე მოხვდა ჯამში, როგორც წინა ორი. მისი ხორცი ცხიმიანი და ფერმკრთალი იყო, როდესაც ვალღობდი. დავუმატე ოდეკოლონის ერთი ბოთლი და ხანგრძლივი დუღილის შემდეგ საკმაოდ მაღალი ხარისხის კრემ-საპონი მივიღე. მეზობლებსა და ნაცნობებს დავურიგე. კექსები მართლაც გემრიელი გამოვიდა, ეს ქალი ძალიან ტკბილი იყო.

მკვლელი 30-წლიანი ციხით დაისაჯა და, ასევე, 3 წელი მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. როგორც აღმოჩნდა, ქირომანტი მართალი იყო, როდესაც ჩიანჩულის ციხე და ფსიქიატრიული უწინასწარმეტყველა.

ლეონარდა ჩიანჩული 1970 წლის 15 ოქტომბერს ცერებრალური ინსულტისგან გარდაიცვალა ქალთა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ნივთები, რომელიც მის საქმეში ფიგურირებდა, მათ შორის, ქოთანი, რომელშიც მისი მსხვერპლი იხარშებოდა, რომის კრიმინალისტიკურ მუზეუმშია გამოფენილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები