“საქართველოში 2020 წლის III კვარტალში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 236.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა, 10 224.1 ტონა ხორცის წარმოება მოხდა”
საქართველოში 2020 წლის III კვარტალში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 236.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. წარმოებული იქნა 10 224.1 ტონა ხორცი
2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 76.8 ათასი ტონა პროდუქცია, – ამის შესახებ საქართველოს ერვონული სტატისტიკის სამსახურიდან გვაცნობეს.
„2020 წლის III კვარტალში საქართველოში 99 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 პროცენტი – ქვემო ქართლში, 15.2 პროცენტი – კახეთში, 14.1 პროცენტი – იმერეთში, 13.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.1 პროცენტი – შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 28.3 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული:
საქართველოში მოქმედი, ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოები რეგიონების მიხედვით 2020 წლის III კვარტალი
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 77.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის, 35.5 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 64.5 პროცენტიწვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 236.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში 10 224.1 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 46.8 პროცენტი – ფრინველის, 23.2 პროცენტი – ღორის, 0.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 6.8 ათას პირს, საიდანაც 35.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 906 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 26.6 ლარი, ცხვრის ან თხის – 10.6 ლარი, ხოლო ღორის – 25.0 ლარი.
2020 წლის III კვარტალში საქართველოში 160 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (56.3 პროცენტი) რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის (15.0 პროცენტი) რეგიონში, ქ. თბილისში (8.1 პროცენტი), აჭარის (6.3 პროცენტი), ქვემო ქართლის (5.0 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (3.8 პროცენტი), იმერეთის (3.1 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (1.3 პროცენტი) და გურიის (1.3 პროცენტი) რეგიონებში:
2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 487 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 462 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1696 კაცით განისაზღვრა.
2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 76.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 49.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.6 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 13.2 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.0 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 9.3 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს – 5.4 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 62.7 მლნ. ლარის ღირებულების (16.2 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 35.7 პროცენტი, ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების პროდუქციამ – 34.8 პროცენტი. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 64.5 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.
იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (42.2 პროცენტი), თევზეული (27.8 პროცენტი) და პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (22.8 პროცენტი) წარმოადგენდა.
სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 67.2 პროცენტს, აგვისტოში – 63.2 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 52.3 პროცენტს. 2020 წლის III კვარტალში საქართველოში 45 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (46.7 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 24.4 პროცენტი ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში, 13.3 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში, 6.7 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 4.4 პროცენტი ქ. თბილისში, 2.2 პროცენტი იმერეთის და 2.2 პროცენტი გურიის რეგიონებში: 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 101 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 920 კაცით განისაზღვრა. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 133.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 82.7 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა:
2020 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 75.5 მლნ. ლარის ღირებულების 86.4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 64.4 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 81.7 პროცენტი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 32.8 პროცენტს, აგვისტოში – 36.0 პროცენტს, ხოლო სექტემბერში 36.4 პროცენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.