აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა, ექსპერტები ქვეყანაში კიდევ 200 ათასამდე ლეტალურ შემთხვევას პროგნოზირებენ

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 250 537 შეადგენს, რაც იმაზე მეტია, რასაც ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი პანდემიის პირველი ტალღის დროს ვარაუდობდა, – წერს New York Times-ი.

ფაუჩის ადრინდელი პროგნოზით, ქვეყანაში ვირუსს 100-დან 200 ათასამდე შეეწირება, მოგვიანებით მან რიცხვი 240 ათასამდე გაზარდა.

ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, სულ მალე ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 2 ათასი და მეტი დღიური შემთხვევა დაფიქსირდება, როგორც ეს პირველი ტალღის პიკურ დროს იყო და რომ მომდევნო თვეებში კოვიდ19 კიდევ 100-დან 200 ათასამდე ამერიკელს შეიწირავს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პანდემიის ისტორიაში ყველაზე ცუდი დღე 15 აპრილი იყო, როდესაც ერთ დღეში 2 752 ადამიანი გარდაიცვალა.

ექსპერტების თქმით, ვითარების განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი რეაგირება ექნება ქვეყნის მთავრობას და თითოეულ შტატს ვირუსის მართვაზე, ასევე იმაზე, რამდენად მალე იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები