დავით ბაქრაძე კელი დეგნანს ხვდება – “დავგეგმავთ მომავალი წლების ერთობლივ სამუშაოს”
ამერიკაში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ხვდება. შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
,,ერთ-ერთი შეხვედრაა, რომელზეც დავგეგმავთ მომავალი წლების ერთობლივ სამუშაოს“, – აღნიშნა ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სტუმრობდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან, პატრიარქსა და არასამთვრობოების წარმომადგენლებთან. ასევე, გუშინ ოპოზიციური პარტიები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.