განთავსდება თუ არა საქართველოში ამერიკული ბაზები – “ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება”

განთავსდება თუ არა საქართველოში ამერიკული ბაზები – საქართველოს ელჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველო და აშშ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ და ეს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

“თქვენ ნახეთ პრემიერმინისტრის გახსნით სიტყვაში, რომ მან ხაზგასმით აღნიშნა,  დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უფრო მეტი და აქტიური მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოში. ჩვენ განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენს ხელთ არსებული, უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

რაც შეეხება, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივას,   საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის პროგრამას, კონკრეტულ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები