სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 120 ათასს გადააჭარბა

სომხეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების 121 979 შემთხვევაა დადასტურებული, ბოლო ერთ დღეში ვირუსი კიდევ 1520 პირს დაუდასტურდა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, კოვიდ19-ს კიდევ 31 პაციენტი შეეწირა, სულ რესპუბლიკაში 1870 ლეტალური შემთხვევაა.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 88 388-მა ადამიანმა დაამარცხა, მკურნალობას 31 243 პირი აგრძელებს, ჩატარებული ტესტების რაოდენობა 475 986-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები