Pfizer-ში განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობა 95%-მდეა გაზრდილი

ამერიკულ კომპანია Pfizer-ში, რომელიც კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გერმანულ BionTech-თან ერთად ქმნის, განაცხადეს, რომ პრეპარატის ცდების ახალი მონაცემი მიიღეს, რომლის მიხედვით მისი ეფექტურობა 90%-დან 95%-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

ასევე, აღინიშნება, რომ ვაქცინა  ეფექტურია 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, თუმცა, არ ზუსტდება, როგორც მოხდა ეფექტურობის განსაზღვრა ამ კატეგორიის ადამიანებში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ექსპერიმენტების მონაწილეებს მნიშვნელოვანი უკუჩვევები არ გამოუვლინდათ, ვაქცინის ყველაზე გავრცელებული ნიშნები იყო დაღლილობის განცდა, რაც ექსპერიმენტში მონაწილე მხოლოდ 4%-ს გამოუვლინდა.

კვლევაში სულ 44 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა აშშ-სა და ხუთ სხვა ქვეყანაში.

რამდენიმე დღეში კომპანია გეგმავს, ვაქცინა აშშ-ის რეგულატორს დასამტკიცებლად წარუდგინოს.

როგორც რამდენიმე დღის წინ ითქვა, Pfizer-ი და BioNTech-ი  წლის ბოლომდე გეგმავენ 50 მილიონი დოზის შექმნას, 2021 წელს კი – 1,3 მილიარდამდე.

შეგახსენებთ,  მიმდინარე კვირას კიდევ ერთ ამერიკულ კომპანია Moderna-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ეფექტურობის 94,5% აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები