სომხეთის ოპოზიციის ლიდერი: ფაშინიანი გადადგება!

“საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის ზრდასთან ერთად, ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობას დატოვებს”, – განაცხადა სომხეთის პარტია “სამშობლოს” ლიდერმა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, არტურ ვანეციანმა.

ვანეციანი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს კვლავ დაიბარეს, რაც მან პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ მთავრობა ახლა მიმდინარე პრობლემების მოგვარებით იყოს დაკავებული, დროსა და რესურსებს ოპოზიციის დევნაში კარგავენ.

“სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებს ადამიანი, რომელმაც 2,5 წლის განმავლობაში ყველაფერი ჩააგდო. გვჭირდება პროფესიონალები და პატრიოტები, რომლებიც ქვეყანას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანენ”, – თქვა მან.

ვანეციანმა ჟურნალისტებს სთხოვა, ფაშინიანი პრემიერმინისტრად არ მოიხსენიონ, რადგან მას “არ აქვს უფლება, ეკავოს ეს თანამდებობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები