ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელზე ასეთი უხეში ფორმით თავდასხმა ნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თავდასხმას

„ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელზე თავდასხმა ასეთი უხეში ფორმით ნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თავდასხმას”, – ასე აფასებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, ჰოლანდიელ დეპუტატ ტინი კოქსს ეფესბე-ს აგენტი უწოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ასეთი განცხადებებით სააკაშვილი და მისი კოლეგები ცდილობენ საქართველოში დასავლური ინსტიტუტების იმიჯის შერყევას, რაც ცხადყოფს, რომ  თვითონ ეს პარტიები არიან დაკავებულნი რუსული საქმით.

„ეს განცხადებაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და მისი პარტნიორებისა და კოლეგების მხრიდან კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ეს პარტიები რუსული საქმით არიან დაკავებული, როდესაც ისინი ცდილობენ დასავლური ინსტიტუტების იმიჯის შერყევას საქართველოში. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული საქმის კეთება. ტინი კოქსი არ არის ცალკეული პოლიტიკოსი, ის იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მისიის ხელმძღვანელი და მასზე თავდასხმა ასეთი უხეში ფორმით ნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე თავდასხმას, რაც თვის მხრივ ნიშნავს მცდელობას იმისა, რომ ქართულ საზოგადოებაში შეარყიონ დასავლური ევროპული ინსტიტუტების რეპუტაცია და იმიჯი. ეს არის სწორედ რუსული საქმის კეთება, რითაც გამოირჩეოდა სააკაშვილი ჯერ კიდევ მაშინ, როცა იყო ხელისუფლებაში და გამოირჩევა დღესაც, როცა არის ოპოზიციაში. ასეთივე არიან ის კოლეგები, რომლებიც გამოეხმაურნენ სააკაშვილის ამ ძალიან უხეშ და ძალიან მძიმე განცხადებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები